---
title: "მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/90"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "90"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 90 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/90

1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.

2. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).

3. პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/91.md
