---
title: "მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/91"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "91"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 91 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/91

1. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელის განხილვისას შეიძლება დაეკისროს დამცველს.

2. სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოპასუხის თანხმობა სარჩელის სრული ან ნაწილობრივი ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/92.md
