---
title: "მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/92"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "92"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/92

1. წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.

2. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისა.

3. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს ეკისრება იგივე საპროცესო მოვალეობები, რაც სამოქალაქო მოპასუხეს.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
თავი XIII
სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/93.md
