---
title: "მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/94"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "94"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/94

1. მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის
, სასამართლოს
გამოძახებით
;
სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს
; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

2. თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით.
გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი)
.

3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4. მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება.
(94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადება და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას ძალადაკარგულად იქნა ცნობილი)
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/95.md
