---
title: "მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/97"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "97"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 97 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/97

1. ექსპერტი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს;
გ) მისცეს დასაბუთებული და
ობიექტური
წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;
დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები;
ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა;
ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.

2. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

3. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს
და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები
;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე
ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე
, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;
ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს;
ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც,
რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები
;
ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან;
ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/98.md
