---
title: "მუხლი 98. სპეციალისტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/98"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "98"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. სპეციალისტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 98 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/98

1. სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენების მიზნით შეიძლება გამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.

3. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს. საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია ამ კოდექსის 99-ე მუხლით.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/99.md
