---
title: "მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/99"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "99"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 99 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/99

1. სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.

2. თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/100.md
