---
title: "მუხლი 14¹. საკრებულოს ბიურო — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14-1"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "14^1"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹. საკრებულოს ბიურო — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 14¹ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14-1

1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.

2. საკრებულოს ბიურო : ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სამუშაო პროგრამების პროექტებს; ბ ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების მუშაობას ; გ ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს ; დ ) ისმენს ქალაქ თბილისის მერის წარმომადგენლის , საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს ; ე ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს ; ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით; ზ ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14-2.md
