---
title: "მუხლი 14. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "14"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი .

2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; გ) ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14-1.md
