---
title: "მუხლი 15. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/15"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "15"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/15

1. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, თუკი ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.

3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება: ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით; ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/14-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/16.md
