---
title: "მუხლი 19. საკრებულოს სარევიზიო კომისია — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/19"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "19"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საკრებულოს სარევიზიო კომისია — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/19

1. ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის სარევიზიო კომისიას.

2. სარევიზიო კომისია აკონტროლებს ადგილობრივი ორგანოების ადმინისტრირებიდან მისაღები შემოსულობების დროულობას და აღრიცხვას , გადასახდელების კანონიერებას და ქალაქ თბილისის ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას .

3. სარევიზიო კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/19-1.md
