---
title: "მუხლი 2. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/2"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "2"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/2

1. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. დედაქალაქის ტერიტორია იყოფა რაიონებად, რომელთა დასახელებებს, რაოდენობასა და საზღვრებს (ქალაქ თბილისის საზღვრებში) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/3.md
