---
title: "მუხლი 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/20"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "20"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/20

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს : საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით , რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის , ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს ; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს , ქალაქ თბილისის მერს , ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელს , ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხები . შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას . საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება , საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით .

3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე ) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში , რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მუშაობას ; ვ) თუ გარდაიცვალა; ზ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.13 9

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/21.md
