---
title: "მუხლი 25. მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/25"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "25"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/25

1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.

2. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) მერი ნიშნავს საკრებულოს შემადგენლობიდან.

3. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

4. მერის მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და მერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას.

5. მერის დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), ხოლო მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) არყოფნის შემთხვევაში, ასევე მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) გადაწყვეტილებით − მერის ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/25-1.md
