---
title: "მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/28"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "28"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/28

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების : საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების , საკრებულოს თავმჯდომარის , მერის , საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების , საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების , მიღების , გამოქვეყნების , მოქმედების , აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით .

4. მერი და გამგებელი ნორმატიულ აქტებს გამოსცემენ შესაბამისად მთავრობისა და გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.

5. საკრებულოს, მერის, მთავრობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.

6. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება მთავრობის სხდომაზე, ხოლო მთავრობის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მთავრობის რეგ­ლა­მენ­ტით დადგენილი წესის შესა­ბამისად. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/27-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/29.md
