---
title: "მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/30"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "30"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/30

1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

3. გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.

4. გამგებელი: ა) ამოღებულია; ბ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას და წევრებს; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე; გ) უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს; დ) (ამოღებულია); ე) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; ვ) ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; ზ 1 ) მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; ზ 2 ) პასუხისმგებელია რაიონისთვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; ზ 3 ) ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს; თ ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას , მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას ; ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება . რაიონის გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/31.md
