---
title: "მუხლი 31. გამგებლის მოადგილეები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/31"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "31"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. გამგებლის მოადგილეები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/31

1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა.

2. გამგებელი თავის მოადგილეს ნიშნავს მერთან შეთანხმებით.

3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, მისი დავალებით გამგებლის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/32.md
