---
title: "მუხლი 32. გამგეობის სამსახურები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/32"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "32"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. გამგეობის სამსახურები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/32

1. გამგეობის სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უძღვებიან სამეურნეო კომპლექსისა და მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა დარგების საქმიანობას.

2. გამგეობის სამსახურების საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამსახურების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

3. გამგეობის სამსახურის მუშაობის ორგანიზება და კომპეტენცია განისაზღვრება გამგეობის დებულებით. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/32-1.md
