---
title: "მუხლი 34. მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/34"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "34"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/34

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია : ა ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა , აგრეთვე ის მიწები , რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე ( სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას ; ბ ) თბილისის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწა ; გ ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კატეგორიის მიწისა , რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია ; დ ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები .

2. ქალაქ თბილისის სარგებლობაში შეიძლება იყოს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , თბილისის საჭიროებისათვის ან მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში . ს აქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/34-1.md
