---
title: "მუხლი 36. ქალაქ თბილისის საკუთრების შექმნის საფუძვლები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/36"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "36"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ქალაქ თბილისის საკუთრების შექმნის საფუძვლები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/36

ქალაქ თბილისის საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იქმნება : ა ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემით ; ბ ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით ; გ ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით , მათ შორის , ამ კანონით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში , აგრეთვე იმ ხდომილებათა შედეგად , რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო - სამართლებრივი შედეგების წარმოშობას ; დ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში . საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/37.md
