---
title: "მუხლი 47². ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-2"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "47^2"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47². ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 47² (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-2

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს კრედიტებით .

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით , რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს .

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.

4. ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს, აიღოს ან/და გასცეს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-3.md
