---
title: "მუხლი 47⁵. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-5"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "47^5"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47⁵. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 47⁵ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-5

1. საკრებულოს კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება : ა ) ბიუჯეტის პროექტის განხილვა ; ბ ) ბიუჯეტის დამტკიცება ; გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება; დ ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლი ; ე) მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება.

2. ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება: ა) საფინანსო სფეროს მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა; ბ) ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისათვის/ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის განსაზღვრა; გ) ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საკრებულოსათვის წარდგენა; დ)     ბიუჯეტის შესრულება და საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.

3. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლია საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5443 – ვებგვერდი, 20.12.2011წ. თავი VI გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/47-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/48.md
