---
title: "მუხლი 49². ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-2"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "49^2"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49². ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 49² (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-2

1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს .

2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად .

4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით .

5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების , რაიონების , სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის , თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს , ადგილობრივი მეურნეობის , მეცნიერების , განათლების , ჯანმრთელობის დაცვის , სოციალური უზრუნველყოფის , გარემოს დაცვის , საბინაო - კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების , აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას .

6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი , საიდანაც სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის , როგორიცაა მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯები . მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით . მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად , მერის განკარგულებით , შესაბამისი ( საფინანსო ) საქალაქო სამსახურის მიერ . სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს .

7. საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა , თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას , ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით , მთავრობის მიერ . დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-3.md
