---
title: "მუხლი 49³. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-3"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "49^3"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49³. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 49³ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-3

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით , რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს .

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-4.md
