---
title: "მუხლი 49⁴. ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-4"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "49^4"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49⁴. ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 49⁴ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-4

1. ქ . თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ქ . თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით .

2. ქ . თბილისის ბიუჯეტით საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს ამ ასიგნებების საერთო მოცულობის 10 პროცენტის ფარგლებში .

3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს , ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 თავი VII დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/49-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/50.md
