---
title: "მუხლი 5. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/5"
law: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ"
article: "5"
identifier: "1254"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები — საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/5

1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) ქალაქ თბილის ში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიო ნ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტისას; გ) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5291 ); დ) კანონმდებლობის დაცვა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებისას; ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები მოქმედებენ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის დაცვით. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31888-sakartvelos-dedakalakis-tbilisis-shesakheb/6.md
