---
title: "მუხლი 18. საკრებულოს წევრის შრომითი გარანტიები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/18"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 31906"
adopted: "1998-06-26"
consolidated_as_of: "2009-12-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საკრებულოს წევრის შრომითი გარანტიები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2009-12-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/18

1. (ამოღებულია) 2. საკრებულოს წევრს საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზეც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი აღარ არსებობს – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის მუშაობის დრო ითვლება იმ სპეციალობით შრომის სტაჟში, რომლითაც საკრებულოს წევრი მუშაობდა ამ თანამდებობაზე არჩევამდე.

4. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საწარმოო ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს  1999 წლის 23 ივლისის კანონი № 2335 -სსმ I, № 40(47) , 11 .0 8 .199 9 წ; მუხ. 206 თავი IV პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/19.md
