---
title: "მუხლი 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/3"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 31906"
adopted: "1998-06-26"
consolidated_as_of: "2009-12-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2009-12-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/3

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, საკრებულოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

2. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/4.md
