---
title: "მუხლი 4. საკრებულოს წევრის მანდატი — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/4"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 31906"
adopted: "1998-06-26"
consolidated_as_of: "2009-12-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საკრებულოს წევრის მანდატი — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2009-12-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/4

1. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით.

2. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

3. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/5.md
