---
title: "მუხლი 7. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/7"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 31906"
adopted: "1998-06-26"
consolidated_as_of: "2009-12-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2009-12-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/7

1. საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს საწარმოო და სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს: ა) თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; ბ) თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ; გ) თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; დ) საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შტატით გათვალისწინებული თანამდებობა.

3. საკრებულოს წევრს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობა, გარდა სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებლისა.“.4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს შეთავსებით ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში უჩერდებათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. საქართველოს  1998 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1612 -სსმ I, № 2 , 26.10.1998 წ; მუხ. 20 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3159 -სსმ I, № 19 , 01 .0 6 . 2006 წ; მუხ. 148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31906-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organos-sakrebulos-wevris-statusis-shesa/8.md
