---
title: "მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/12"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/12

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს:
ა) პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს;
ბ) სახელმწიფო საზღვარზე პირის გადაადგილების, ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების,
მათგან დამზადებული ნაკეთობების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ისტორიისა და კულტურის მოძრავი ნივთების ფასიანი ქაღალდების გადატანის, ცხოველთა გადაყვანის წესს;
გ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, საქონლის შემოტანა-გატანის წესს;
დ) საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების სანაოსნო საშუალებათა შესვლის, გადაადგილებისა და ყოფნის, აგრეთვე იქიდან გამოსვლის წესს;
ე) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესს;
ვ) სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობების განხორციელების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №987 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.80
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/13.md
