---
title: "მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/15"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/15

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ტვირთის, ცხოველისა და სხვა ქონების გატარება ხდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით და გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილების, ცხოველის გადაყვანის, ტვირთისა და სხვა ქონების გადატანის კანონიერების ცნობას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება ხდება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/16.md
