---
title: "მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელების წესი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/22"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელების წესი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/22

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ნაოსნობა, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობა ან წყლის სხვაგვარად გამოყენება, ჰიდრონაგებობების მოწყობა და სხვა სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მიწისა და ტყის გამოყენება, სამთო საქმის წარმოება, გეოლოგიურ-საძიებო, სარეწი და სხვა საქმიანობების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/23.md
