---
title: "მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა. კარანტინი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/23"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა. კარანტინი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/23

საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის არსებობისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შეიძლება დროებით შეწყდეს მიმოსვლა ან შემოღებულ იქნეს კარანტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთათვის.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/24.md
