---
title: "მუხლი 24. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/24"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/24

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება:
ა) პირი ან ტრანსპორტი, რომელმაც გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გაუვლელად ანდა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, მაგრამ მისი გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით, თუ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლის წესი;
ბ) უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები;
გ) საჰაერო ხომალდი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის წესი.
თავი III. სასაზღვრო რეჟიმი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/25.md
