---
title: "მუხლი 26. სასაზღვრო რეჟიმი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/26"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სასაზღვრო რეჟიმი — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/26

1. ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ ადგენს სასაზღვრო რეჟიმს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში. სასაზღვრო რეჟიმი ამ კანონის შესაბამისად აზუსტებს სამუშაოთა წარმოების, პირთა შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების, აგრეთვე ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონების ტერიტორიაზედაც, სადაც სასაზღვრო ზონა დადგენილი არ არის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/27.md
