---
title: "მუხლი 27. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/27"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/27

1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დადგენილი ფორმის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე სათანადო დოკუმენტების წარდგენისას.

2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლის ადგილი და დრო, დროებით ყოფნის სხვა პირობები და გადაადგილების მარშრუტი განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/28.md
