---
title: "მუხლი 3. საქართველოს შიდა წყლები — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/3"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საქართველოს შიდა წყლები — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/3

საქართველოს შიდა წყლებს მიეკუთვნება:
ა) მდინარეების, ტბებისა და სხვა წყალსატევების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად საქართველოს ეკუთვნის;
ბ) შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის;
გ) საქართველოს პორტის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს პორტის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/4.md
