---
title: "მუხლი 30. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/30"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/30

1. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – ნებისმიერი პირისა და ყველა სახის ტრანსპორტის შემოსვლა-გადაადგილება, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია პირის, ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების გადაადგილებასთან, საზღვრისპირა სარკინიგზო და საავტომობილო სადგურის, საზღვაო პორტის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ფარგლებში განისაზღვრება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.

2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.

3. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე წესდება და ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შენდება და იხსნება სასაზღვრო გამტარი პუნქტები.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414
თავი IV. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/31.md
