---
title: "მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანები — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/31"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანები — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/31

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა;
ბ) სასაზღვრო, საკარანტინო, საავტომობილო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და
საბაჟო
კონტროლი;
გ) სასაზღვრო ინციდენტებისა და მოსაზღვრე სახელმწიფოთა სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის თავიდან აცილება და მოგერიება;
დ) მიგრაციული პროცესების კონტროლი;
ე) პირისა და ტრანსპორტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, აგრეთვე ტვირთისა და სხვა ქონების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი;
ვ) სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონტროლი სასაზღვრო ზონაში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადგენა და დამრღვევის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრა.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/32.md
