---
title: "მუხლი 32. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/32"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/32

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული კომპეტენციაა.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში ევალებათ საქართველოს თავდაცვის ძალებს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, როგორც საზღვრის დამცველებს, უწესდებათ შეღავათები.

5. (ამოღებულია - 22.12.2021, №1200)..
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2090 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.117
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3020 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.139
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3593
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/33.md
