---
title: "მუხლი 33. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/33"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/33

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები არიან:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, არიან:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4264 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.424
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4420 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №484
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3926
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1713
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3080
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/34.md
