---
title: "მუხლი 38. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის დაკავების შემდგომი მოქმედება — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/38"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის დაკავების შემდგომი მოქმედება — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/38

უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი დაკავების შემდეგ გადაეცემა ამ სახელმწიფოს საგანგებო რწმუნების მქონე წარმომადგენლებს ან გაძევებულ იქნება საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ კანონის 36-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ქონების და მისი მოპოვების საშუალებათა დროებით ჩამორთმევა. თუ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება მფლობელს, ქონების დაკავებით მიყენებული ზიანის სრული კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე.
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №375 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/39.md
