---
title: "მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა) — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/4"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა) — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/4

1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს (ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) სიგანე შეიძლება დადგინდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობისას – საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 812 - სსმ I, № 39 , 25 .

12 .200 4 წ., მუხ. 191 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/5.md
