---
title: "მუხლი 41. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/41"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/41

1. ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოთა საჯარო მოსამსახურეებს და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებისთვის ან კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პირს, რომელმაც დაარღვია ან ცდილობდა დაერღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, უკანონოდ გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, წესის დარღვევით გაიარა ან ცდილობდა გაევლო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გაიტანა ან ცდილობდა გაეტანა ტვირთი, მასალა, დოკუმენტები და სხვა საგნები, ანდა სხვაგვარად დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობა, ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4374 -
ვებგვერდი,
11.11.
2015
წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№150
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2225 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
თავი VI. გარდამავალი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/42.md
