---
title: "მუხლი 9. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/9"
law: "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 31966"
adopted: "1998-07-17"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/9

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

3. (ამოღებულია).

4. საქართველო სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობათა რეგულირებისას სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის სამართლებრივი მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ურთიერთხელსაყრელი და ყოველმხრივი თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან;
გ) სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვა;
დ) სასაზღვრო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

5. საქართველო მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სასაზღვრო საკითხებს წყვეტს ურთიერთმეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

6. თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან გაფორმებული არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მისი დადგენა, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხდება ამ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
საქართველოს 2004 წლის 24
დეკემბრ
ის კანონი №
812
- სსმ I, №
39
,
25
.

12
.200
4
წ., მუხ.
191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №
3152
- სსმ I, №
19
,
01
.

06
.200
6
წ., მუხ.
141
საქართველოს 200
8
წლის
5
დეკემბრ
ის კანონი №
616
- სსმ I, №
35
,
05
.

12
.200
8
წ., მუხ.
222
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6897-რს
–
ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31966-sakartvelos-sakhelmwipo-sazghvris-shesakheb/10.md
