---
title: "მუხლი 10. მონიტორინგი და კონტროლი — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/10"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "10"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მონიტორინგი და კონტროლი — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/10

1. დაწესებულებები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტების სახსრებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სახსრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ყოველკვარტალურად წარადგენენ სრულ ინფორმაციას სახსრების ხარჯვის და მათი დაბრუნების შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს კონტროლი გაუწიოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც სარგებლობენ კრედიტებით, კრედიტების გამოყენების ან სახელმწიფო გარანტიების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე მათ სრულ დაბრუნებამდე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და ამტკიცებს დებულებას სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოებისა და სახელმწიფო გარანტიების რეესტრის წარმოების შესახებ. თავი II. სახელმწიფო საშინაო ვალი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/11.md
