---
title: "მუხლი 15. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები და გამოშვების მიზნობრიობა — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/15"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "15"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები და გამოშვების მიზნობრიობა — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/15

1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეებია: ა) სახაზინო ვალდებულებები; ბ) სახაზინო ობლიგაციები; გ) სახელმწიფო ობლიგაციები და თამასუქები.

2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება: ა) მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვის და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით; ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/16.md
