---
title: "მუხლი 16. ნორმატიული აქტები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მართვის შესახებ — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/16"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "16"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ნორმატიული აქტები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მართვის შესახებ — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/16

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ერთობლივად ადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის პირობებს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ფისკალური აგენტი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით განსახორციელებელ ოპერაციებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/17.md
