---
title: "მუხლი 18. მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული დაზიანებული და განადგურებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კომპენსაცია — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/18"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "18"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული დაზიანებული და განადგურებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კომპენსაცია — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/18

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული დაზიანებული და განადგურებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კომპენსაციას იმ პირობით, თუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად იდენტიფიცირებულია თავისი რეკვიზიტების მიხედვით. კომპენსაცია გაიცემა მას შემდეგ, როდესაც სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს კომპენსაცია არ გამოიწვევს ერთი და იმავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დუბლირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/19.md
